კატალოგი

ჩვენს შესახებ

რა არის geosale.ge?

ჯეოსეილ.ჯი არის ელექტრონული კომერციის ვებსაიტი სადაც წარმოდგენილია მსოფლიო წამყვანი ბრენდების საყოფაცხოვრებო და წვრილი ტექნიკა.

რას გვთავაზობთ?
კომპანია გთავაზობთ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ შეძენას,კომფორტული პირობებით. მიწოდების სერვისი როგორც თბილისში ასევე საქართველოს ყველა რეგიონში,სწრაფი და მაღალკვალიფიციური კურიერული მომსახურება. მნიშვნელოვანი საკითხია გადახდის სისტემაც,რომელსაც ჩვენი კომპანია გთავაზობთ,ანგარიშსწორება ხდება ნივთის ჩაბარების დროს. მომხმარებელი რწმუნდება, რომ მიიღო ნივთი ამის შემდეგ ხდება კურიერთან თანხის გადახდა,აღარ უწევს ადამიანს ფიქრი და ნერვიულობა,რომ მის მიერ გადახდილი თანხა დაიკარგება ან ნივთი არ ჩაუვა დანიშნულების ადგილას. ხშირია ინტერნეტ სივრცეში მსგავსი შემთხვევები ამიტომ ჩვენთან მყიდველი მაქსიმალურად დაცულია.

რა არის თქვენი კომპანიის მიზანი?
ჩვენი კომპანიის მიზანია,თითოეულ მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა შეიძინონ სასურველი პროდუქცია მაქსიმალურად დაბალ ფასად, მოგეხსენებათ ბოლო დროს გართულდა განვადების სერვისით სარგებლობა, ამიტომ ჩვენს შემთხვევაში ვცდილობთ არ გავზარდოთ ძალიან ნივთის ღირებულება ხელოვნურად, მივცეთ მყიდველს შესაძლებლობა შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი ან ნივთები.

რატომ თქვენი კომპანია?
Geosale.ge ს პლატფორმაზე წარმოდგენილი პროდუქცია არის მაღალხარისხიანი,ასევე მნიშვნელოვანია საიტზე არსებული ნივთების სრული და დეტალური აღწერა,რომელიც მომხმარებელს ეხმარება ნივთის შეძენაში. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით,რაც შესაძლებლობას გვაძლევს,მყიდველს შევუქმნათ ყველანაერი კომფორტი ნივთის არჩევის და შემდგომ შეძენის დროს. ალბათ ყველასთვის მნიშვნელოვანია ფასი,რომლის კონტროლსაც ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ახორციელებს. ეს არის ჩვენი პირობა და ამოცანა რომ მყიდველი დარჩეს კმაყოფილი ჩვენთან შეძენილი როგორც პროდუქციის ფასით,მისი ხარისხით და მომსახურების სერვისით.

აქვს თუ არა გარანტია თქვენს პროდუქციას?
საიზტე წარმოდგენილ თითოეულ პროდუქციას გააჩნია მწარმოებლისა და ჩვენი ოფიციალური გარანტია, საგარანტიო ვადები დამოკიდებულია პროდუქციაზე. გვაქვს 1 თვიდან 48 თვემდე საგარანტიო პერიოდი. სხვადასხვა ნივთზე სხვადასხვა გარანტია რომელიც მოცემულია ნებისმიერი ნივთის აღწერაში. 

მაღალი ხარისხი
მარტივი ყიდვის პროცედურა
ადგილზე მიტანა საქართველოს მასშტაბით
კომფორტული სერვისები